06 დეკემბერი 2021,   02:41
ვრცლად
ინფორმაცია, რომ შატალოვას ბავშვი მამის გვარზე არაა, არ შეესაბამება სინამდვილეს - ზურაბ ბერიძის ადვოკატი მეურვეობასთან დაკავშირებით პრეტენზიებს პასუხობს

27 წლის ქალის მკვლელობის შემდეგ დავის საგანია, თუ ვის ეკუთვნის მეურვეობის უფლება მის 2 წლის ბავშვზე. მეურვეობის მულტიფუნქციურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვი მამასთან, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან დარჩება, ანასტასია შატალოვას ოჯახი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ცოტა ხნის წინ ძალადობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ბერიძის ადვოკატმა უპასუხა. ის ამბობს, რომ არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება.

"დაახლოებით 3 დღეა იმყოფება მამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ბერიძე თანახმაა ბავშვთან ჰქონდეს ბებია-ბაბუას ურთიერთობა და არაა ამის წინააღმდეგი. რაც შეეხება შატალოვას მშობლების მოთხოვნას, ეს მათი უფლებაა და როგორც გადაწყვეტენ, იმის შესაბამისად მისცემენ საქმეს მსვლელობას. თვითონ ქალბატონ ანასტასიას ჰქონდა მიმართული და ახლაც არის ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დაბადების მოწმობაში ბავშვის გვარი არის მამის გვარი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბავშვი მამის გვარზე არაა, არ შეესაბამება სინამდვილეს," - აცხადებს ზურაბ ბერიძის ადვოკატი ჯიმშერ არობელიძემ

შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქე, 27 წლის ანასტასია შატალოვა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობდა, 18 ოქტომბერს, თბილისში, საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. მკვლელობის საქმეზე შსს-მ 3 პირი დააკავა.

დღის ამბები