08 დეკემბერი 2021,   14:27
ვრცლად
მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის, არც ანზორ მელიასთვის და მათ ვერ დაველოდებით საქმის გასაკეთებლად - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერი მერისა და ცენტრალური ხელისუფლების ურთიეთობასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული განცხადება განმარტა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციონერი მერების მოსალოდნელი დესტრუქციული ნაბიჯები მათ გეგმებში არ ჯდება და დარწმუნებით განაცხადა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი, წარმატებას მმართველი პარტიის კანდიდატი მიაღწევს.

"განცხადება გავაკეთე და მაგალითი მოვიყვანე, ვთქვი, რა უნდა გააკეთოს ჩვენი კანდიდატი რომ არ იყოს არჩეული მერი, მან რა უნდა შეძლოს ცენტრალური ხელისუფლების გარეშე? ის შეძლებს მინიმუმს, რაც აქვს განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში. იციან რომ აგებენ, კიდევ მივმართავ, წააგებთ ყველგან, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას აღარ დაგანგრევინებთ, ერთხელ უკვე დაანგრიეს ამ ადამიანებმა ქვეყანა.

მათ მთელი კონსტიტუცია და თვითმმართველობის ცნება უგულვებელყვეს და გუშინ მე რაც სიმართლე ვთქვი, იმიტომ რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის უამრავი სამსახური არსებობს და მერს გინდა-არ გინდა უწევს ურთიერთობა და კოორდინაცია. ამას გარდა მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის, არც ანზორ მელიასთვის და მათ ვერ დაველოდებით ამ საქმის გასაკეთებლად. ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ხალხი არის ბრძენი და ხალხი მოძალადეს, კასტილებიანს, მკვლელებს და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის პოზიციას ეთანხმება "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ოპოზიცია დესტრუქციულ კერას შექმნის იქ, სადაც საკუთარ კანდიდატს გაიყვანს.

დღის ამბები