08 დეკემბერი 2021,   13:47
ვრცლად
დონალდ ტრამპის 2018 წლის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი დამნაშავედ სცნეს

ბიზნესმენი ლევ პარნასი დონალდ ტრამპის 2018 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

პარნასს და მის ყოფილ მოკავშირე, იგურ ფრუმანს ბრალი ედებათ თანხების მოძიებაში რუსი ბიზნესმენის ანდრეი მურავიევისგან, რათა დაეფინანსებინათ რესპუბლიკურ პარტიასა და დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სხვადასხვა პირები.

სოლიდური თანხა იმ შტატებში ირიცხებოდა, სადაც ბიზნესმენებს მარიხუანის ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვება სურდათ. ლევ პარნასი დონალდ ტრამპის ადვოკატის ახლო მოკავშირეა.

დღის ამბები