27 ნოემბერი 2021,   04:19
ვრცლად
ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, დესტრუქციულ ძალებს შანსს არ დავუტოვებთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" დესტრუქციულ ძალებს შანსს არ დაუტოვებს, რომ მათ არეულობა და ქაოსი შემოიტანონ ქვეყანაში. ასევე ღარიბაშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში ყოფნა დიდხანს მოუწევს.

"ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მე ერთი მინდა ვუთხრა ამ დესტრუქციულ ძალებს, მათ არავითარი შანსი არ აქვთ და ჩვენ არავითარ შანსს არ დავუტოვებთ მათ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა და ქაოსი. რევოლუციების, ქაოსის, ომების დრო, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამთავრებულია. მათი მთავარი შემოქმედი ბოროტების არის ციხეში და დიდხანს იჯდება ციხეში. ეს მინდა ვუთხრა ყველა პროვოკატორს და კიდევ ერთი - ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მშვიდად, აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატაროთ მეორე ტურის არჩევნები და ქვეყანამ გააგრძელოს გრძელვადიანი განვითარება, მინიმუმ 3 წელი, რა თქმა უნდა  ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ რეალურ პრობლემებზე ვიფიქროთ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები