18 იანვარი 2022,   11:01
ვრცლად
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადებიდან 49 წელი გავიდა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადებიდან 49 წელი გავიდა. 

დღევანდელი დღის აღსანიშნავად, გმირის საფლავზე ოჯახის წევრები, სამხედრო მოსამსახურეები და ადგილობრივი ხელისუფლება შეიკრიბა. 

ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები