06 დეკემბერი 2021,   03:38
ვრცლად
ყველა საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი მონაცემი ცნობილია - დარღვევებზე და გადაცდომებზე საუბარს რამდენიმე ოლქში კვლავ ხმაური მოჰყვა

ყველა საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი მონაცემი უკვე თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისშია. დღეს ცესკო პირველი ტურის შედეგები საბოლოოდ შეაჯამა. ცესკო შეაჯამებს მათ შორის იმ ხმებს, რომლებიც გასაჩივრებული იყო ან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხელახლა გადათვალეს.

დღის განმავლობაში ხმაური იყო რამდენიმე რეგიონალურ ოლქში, ამჯერად კი პოლემიკა თბილისში გრძელდება. კომისიის წევრები კვლავ საუბრობენ დარღვევებზე და გადაცდომებზე. 

"ცესკოს ისევე როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებს, ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ  გამოსულიყვნენ ვიწრო პროცედურული ჩარჩოებიდან და თავისი ინიციატივით გადაეთვალათ ის უბნები, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობდა საზოგადოებაში. როდესაც ჩვენ არჩევნების პირველ ტურს ვაჯამებთ, ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ასახული. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ერთ-ერთი სხვა საკითხი გახლავთ რემოდელირებული კაბინეტები, რომლის პილოტირებაც მოვახდინეთ ჩვენ თბილისის ყველა უბანზე, ამის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და ვიმედოვნებ, რომ ამას კომისია მხარს დაუჭერს," - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის", თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე.

დოკუმენტის ხელმოწერამდე, ოპოზიცურ პარტიებს შორის დისკუსიები ხარვეზებთან დაკავშირებით დაიწყო. მათ ისაუბრეს რეფორმაზე, რომელიც რემოდელირებულ კაბინეტებს შეეხება და ოპოზიცური ნაწილის თქმით, ამ მოდელმა პირველ ტურში არ გაამართლა. ამის საპირისპირო არგუმენტად კი, ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო შეფასებები დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ პროექტმა მოწონება დაიმსახურა.

დღის ამბები