06 დეკემბერი 2021,   02:21
ვრცლად
მე, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, მერობის კანდიდატი, მზად ვარ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს პოლარიზება დავასრულოთ - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მზად არის, როგორც რიგითმა პოლიტიკოსმა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმისათვის, რათა ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს.

კახა კალაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" და მათი მხარდამჭერებისთვის თავისუფლების გამოხატვა აგრესიით განისაზღვრება, ენმ-ზე გაბრაზებული ადამიანების მხრიდან წამოსული აგრესიაც თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატვის საშუალებაა.

"თუ "ნაციონალური მოძრაობისთვის" და მისი მხარდამჭერებისთვის აგრესია, ეს არის თავისუფლების გამოხატვა, მაშინ ამ პოლიტიკური გუნდის მხრიდან გამწარებული ადამიანები, რომლებიც უამრავია ქვეყანაში, სამწუხაროდ, უამრავი გაუბედურებული ოჯახია, ზოგს ქმარი მოუკლეს, ზოგს შვილები ჩაუხოცეს, უამრავი ადამიანი ციხეში გამოამწყვდიეს არაფრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ამ ადამიანებს რა პასუხი უნდა გაეცეს?

შესაბამისად, თუ მათთვის აგრესია ეს არის თავისუფლების გამოხატვა, ასევე "ნაციონალურ მოძრაობაზე" გაბრაზებული ადამიანების მხრიდან აგრესია ესეც თავისუფლების გამოხატვაა, ხომ?!

მაგრამ, ასე წასვლა და ამ გზით სიარული ხომ შეუძლებელია, ძალიან მძიმე და რთული იქნება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ..

მე, როგორც რიგითი ერთი პოლიტიკოსი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, მერობის კანდიდატი, მზად ვარ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს პოლარიზება ნელ-ნელა დავასრულოთ.

არ ვიცი, რაც იქნება საჭირო.. ძალიან რთულია ამ ვითარებაში მესმის ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ქვეყნისთვის სამომავლოდ ასე გაგრძელება იქნება ძალიან რთული," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები