25 იანვარი 2022,   23:14
ვრცლად
ესპანეთში ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ესპანეთში - ქვეყნის პოლიციამ ტერაქტების დაგეგმვის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავა. ისინი ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრობაში არიან ბრალდებულები. 4 მათგანი ბარსელონაში, ერთი კი მადრიდში დააპატიმრეს.

დაკავება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ "კალაშნიკოვის" ავტომატის შეძენის მცდელობას მოჰყვა. პოლიციამ რეიდების შედეგად დაჯგუფების საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სახის იარაღი და სამხედრო აღჭურვილობაც აღმოაჩინა.

დღის ამბები