22 ოქტომბერი 2021,   23:07
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ბათუმიდან ავტოკოლონა ცოტა ხნის წინ დაიძრა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერები ჩამოსვლას რეგიონებიდანაც გეგმავენ.

ბათუმიდან ავტოკოლონა დედაქალაქის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა. შეკრებილები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება ამ აქციას ბათუმიდან და აჭარიდან და ძალიან ბევრი ადამიანი ვიქნებით დღეს აქციაზე. რა თქმა უნდა ღირსების აქციაა ეს, არ შეიძლება ქართველი ადამიანი შეეგუოს პოლიტიკური ნიშნით საქართველოს პრეზიდენტის გასამართლებას, იმ პრეზიდენტის, რომელმაც ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა რეალურად," - განაცხადა ბათუმის მერობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი კირთაძემ.

დღის ამბები