23 ოქტომბერი 2021,   00:30
ვრცლად
COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 240 მილიონს უახლოვდება. გასულ დღე-ღამეში რუსეთში COVID-19-ით 1000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

სახმელეთო საზღვრებს სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ნოემბრიდან გახსნის ამერიკის შეერთებული შტატები. მონაცემების მატების გამო კი კოვიდ პასპორტების წარდგენა მოუწევთ ნიგერიაში საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს. 45 დღით ქორწილები აიკრძალა კონგოს რესპუბლიკაში.

COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა.

დღის ამბები