22 ოქტომბერი 2021,   22:23
ვრცლად
პრეზიდენტმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართა.

ჰელგა მარია შმიდტთან საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს შეეხო. აქცენტი სხვადასხვა მიმართულებით ქალების უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაკეთდა. ყურადღება გამახვილდა თბილისში ეუთოს მხარდაჭერით დაგეგმილ კონფერენციაზე ქალი ლიდერების მონაწილეობით.

ვენაში სალომე ზურაბიშვილმა დაათვალიერა ასევე გამოფენა "ქალები მშვიდობისთვის", რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს ბერტა ფონ ზუტნერს ეძღვნებოდა.

დღის ამბები