22 ოქტომბერი 2021,   23:04
ვრცლად
მნიშვნელოვნად დამძიმებული ეპიდვითარება - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია

მნიშვნელოვნად დამძიმებული ეპიდვითარება და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების მოლოდინი - ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის ფონზე სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია.

ამ ფაქტს მედიკოსები სკოლებისა და ბაღების გახსნის გამო მობილობის გაზრდას უკავშირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში კვლავ დაბალი ტემპით გაგრძელდება და მოსახლოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს.

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ მკაცრი რეგულაციების დაწესება გარდაუვალი იქნება.

"დაავადების მორიგ ტალღასთან ვართ ახლოს, ალბათ მის საწყისს ეტაპზე. ასევე გვექნება გრიპის შემთხვევების მატება და ეს კიდევ ალბათ უფრო დაამძიმებს სურათს. უნდა მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ. დაავადების თავიდან აცილების მთავარ რეკომენდაციებს წარმოადგენს კვლავ და კვლავ ინფექციის კონტროლის სპეციფიკური ღონისძიებები - პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა, სათანადო ვენტილაცია და რაც მთავარია, ვაქცინაცია," - განაცხადა ​​საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.



დღის ამბები