22 ოქტომბერი 2021,   23:31
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რეგიონში ვაქცინაციის 27 ცენტრი ფუნქციონირებს

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა წინა თვეებთან შედარებით, აცრის მსურველთა რაოდენობა შემცირებულია. რეგიონში სულ ვაქცინაციის 27 ცენტრი ფუნქციონირებს, მუშაობს 53 ბრიგადა.

დღეის მდგომარეობით, რეგიონში ვაქცინირებულია 118 ათასზე მეტი მოქალაქე. აქედან თითქმის ნახევარს უკვე ორივე დოზა აქვს მიღებული.

ზუგდიდის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა რეგიონის რწმუნებული. მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.



დღის ამბები