23 ოქტომბერი 2021,   00:01
ვრცლად
სასამართლომ დღეს 21 წლის "ფეისბუკ" ჰაკერს აღკვეთის ღონისძიება უნდა განუსაზღვროს

სასამართლომ დღეს 21 წლის ჰაკერისთვის აღკვეთის ღონისძიება უნდა განსაზღვროს. ახალგაზრდას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევაში ადანაშაულებენ, რასაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოჰყვა.

დაკავებულმა "ფეისბუქზე" 3 მოქალაქეს, მათ შორის, სასულიერო პირს, გაუტეხა ანგარიში, მათი მეგობრები შეცდომაში შეიყვანა და მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები. საუბარია რამდენიმე ათასი ლარის მითვისებაზე. დაზარალებულია 10 მოქალაქე, თუმცა არ არის გამორიცხული, გამოძიების მიმდინარეობისას ეს რაოდენობა გაიზარდოს.

დღის ამბები