22 ოქტომბერი 2021,   22:42
ვრცლად
დღეს ყველაზე აქტუალური თემა არის მისი, როგორც პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა - ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილზე

ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, უკვე შედგა. განცხადება ამის შესახებ დღის ბოლოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ექიმების ჩართულობა ახლა თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზეა დამოკიდებული.

ბრიფინგს წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის შეხვედრა პარლამენტის წევრებთან, ჯანდაცვის მინისტრთან და ომბუდსმენთან.

"ვისაუბრე მეც იმაზე, რომ ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ამ ჯგუფშიც განვიხილოთ მისი, როგორც ბრალდებულის საპროცესო უფლებებიც, თუმცა დღეს ყველაზე აქტუალური თემა არის მისი, როგორც პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა. რამდენად აქვს მას შესაბამისი პირობები, არის თუ არა მომარაგებული შესაბამისი, ადეკვატური ინვენტარით და ა.შ." - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები