22 ოქტომბერი 2021,   23:42
ვრცლად
ენმ-ს მხარს უჭერს უმცირესობა, შესაბამისად, ამ უმცირესობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან - მმართველი გუნდი აქციაზე

მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების უფლება ყველას აქვს - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას. თუმცა მმართველ გუნდში აქციის მოტივსა და მოთხოვნებს სამართლებრივად დაუსაბუთებელს უწოდებენ.

"ადამიანებს ეძლევათ საშუალება ჩაატარონ ის ღონისძიება, რომელსაც ისინი სხვადასხვა ფორმით ფუთავენ, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ძალიან ბევრნი არიან. საზოგადოებაში არის გარკვეული ადამიანების რაოდენობა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს, თუმცა ეს არის უმცირესობა და შესაბამისად, ამ უმცირესობის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, შეიკრიბებიან. თუმცა ის საკითხი, რამდენად გამოხატავენ ეს ადამიანები მთელი საზოგადოების პოზიციას არის მცდარი," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, ენმ-ის დღევანდელი შეკრებისა და ყველა აქტივობის მთავარი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციაა.



დღის ამბები