27 ოქტომბერი 2021,   04:52
ვრცლად
მას არ წარმოუდგენია ადამიანი, რომელსაც სააკაშვილი დაუკაკუნებდა და სახლში არ შეუშვებდა - თამარ კორძაიამ ციხეში ცომაია და წოწერიები მოინახულა

სულ ცოტა ხნის წინ დატოვა ე.წ. მატროსოვის ციხე თამარ კორძაიამ. კორძაია ციხეში მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებთან და ელგუჯა ცომაიას მოსანახულებლად იმყოფებოდა.

"ჯანმრთელობას არც ერთი არ უჩივის. უბრალოდ, ბატონმა ელგუჯამ თქვა, რომ მას არ წარმოუდგენია საქართველოში არც ერთი ადამიანი, ვისაც სახლში მიხეილ სააკაშვილი დაუკაკუნებდა და არ შეუშვებდაო. თუ მე ამაში დამნაშავე ვარ, მზად ვარ პასუხი ვაგოო

მან ასევე თქვა, რომ მამა-შვილი წოწორიები აბსოლუტურად უდანაშაულები არიან,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანების "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი თამარ კორძაია.

წოწორიები და ცომაია ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

მათ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებასა და საცხოვრებელი ფართის დათმობას ედავება.

დღის ამბები