21 ოქტომბერი 2021,   06:40
ვრცლად
ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში მოხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში წარმოდგენილია 2021-2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ეკონომიკაში.

ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში მოხვდა.

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2021-2026 წლებში, მთლიანობაში, 40%-ით გაიზრდება. ზრდის მაღალი საპროგნოზო ტემპებია ეკონომიკის სხვა ინდიკატორებშიც.

დღის ამბები