27 ოქტომბერი 2021,   04:36
ვრცლად
ბათუმში ხელოვნური კუნძულების მოწყობაზე ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და "ამბასადორს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია "ამბასადორს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ბათუმში იწყება უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, "ამბასადორ აილენდის" განხორციელება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის, ასევე ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიას გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა და თამარის დასახლებაში. მათივე ცნობით, ჩატარდება დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.

ამასთან, პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" განახორციელებს, სადაც 2 000 ადამიანი დასაქმდება.

დღის ამბები