27 ოქტომბერი 2021,   04:22
ვრცლად
"გირჩის" PORSCHE გათამაშდა - ვინ გახდა ავტომობილის მფლობელი

"გირჩის" "პორშე" გათამაშებულია - პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე გაცემული პირობა შეასრულა.

"გირჩის" გათამაშების გამარჯვებული ჯუბა გრიგოლია გახდა, რომელმაც გათამაშების ყველა პირობა შეასრულა - სოციალურ ქსელში საჯაროდ ატვირთული ჰქონდა ფოტო, რომელიც მის არჩევნებზე მისვლას ადასტურებდა. ამასთან, "გირჩის" ლიდერების სატელეფონო ზარსაც უპასუხა.

იქამდე, ამ პირობების შეუსრულებლობის გამო, 4-მა მოქალაქემ "პორშეს" მოგების შანსი ხელიდან გაუშვა. 

პარტია ძვირადღირებულ ავტომობილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ათამაშებს.

 გათამაშებაში 3 ათას 800- მდე მოქალაქე მონაწილეობდა. 

დღის ამბები