23 ოქტომბერი 2021,   18:34
ვრცლად
ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული ხუთი უბნის გადათვლა მოხდება დიდ სივრცეში, სადაც იქნება ამ გადათვლების ვიდეოფიქსაცია - ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარბაიძე აცხადებს, რომ არჩევნებზე იმოქმედებს ხუთი უბნის ავტომატური გადათვლის პრინციპი, რომელიც უკვე საკანონმდებლო მოცემულობაა. 

"გამჭირვალობასთან მიმართებაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. ეს არის ხუთი უბნის ავტომატური გადათვლა. ამ ხუთი უბნის გადათვლა მოხდება დიდ სივრცეში, სადაც იქნება ამ გადათვლების ვიდეოფიქსაცია. ეს საკანონმდებლო მოცემულობაა. 

ხუთივე უბანი გადაითვლება, რომელიც ლოტოტრონის პრინციპით შეირჩევა, შემდეგ გამოვლენილი უბნები, მათი მასალები განთავსდერბა დიდ სივრცეში და იქნება ვიდეოფიქსაცია, რომელიც შესაბამის სივრცეში აიტვირთება, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ ნახონ ეს ყველაფერი,"- აცხადებს შარბაიძე

დღის ამბები