23 ოქტომბერი 2021,   17:44
ვრცლად
სააკაშვილი თანაპარტიელებთან ერთად შეეცდება 2 ოქტომბერს დესტაბილიზაცია შექმნას, რომელიც რუსეთის სურვილების პარალელურად ვითარდება - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებთან ერთად შეეცდება 2 ოქტომბერს დესტაბილიზაცია შექმნას, რომელიც რუსეთის სურვილების პარალელურად ვითარდება.

"შინაგანად ვხვდები, რომ ეს ადამიანი მუდმივად, თანაპარტიელებთან ერთად ეცდებიან დესტაბილიზაცია მოხდეს. განსაკუთრებით გამიჩნდა ეს გრძნობა, როცა საარჩევნო კანონი მივიღეთ.

პრაქტიკულად არცერთი საშუალება არავის, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციას, საშუალება არ აქვს გააყალბოს. ადამიანი, რომელიც მუმივად ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი გაყალბების, რაღაც თემებთან დაკავშირებით მუდმივად სიცრუე. რუსეთის თემის ექსპლუატაცია, კაცმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რუსეთის თამაში იათმაშა. მე ველოდები, რომ ეს ადამიანები დესტაბილიზაციას შეეცდებიან და ეს ინტერესები იმ სურვილების პარალელურად ვითარდება, რომელიც რუსეთს გააჩნია საქართველოში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ "დღის კურიერში".

დღის ამბები