23 ოქტომბერი 2021,   18:11
ვრცლად
პენიტენციური სამსახური ხანგრძლივ პაემნებს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შეუფერხებლად ახორციელებს

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნების გახსნის პირველივე დღეს 15 ხანგრძლივი პაემანი განხორციელდა. პროცესი კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში 20 ხანგრძლივი პაემანია ჩანიშნული. 

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ხანგრძლივი პაემნები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით 27 სექტემბრიდან გაიხსნა.

მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით ხანგრძლივი პაემნის დაგეგმვა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ მსჯავრდებულებს შეუძლიათ. რაც შეეხება ვიზიტორებს, მათი პაემანზე დაშვება ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და PCR ტესტის საფუძველზე ხორციელდება.

ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესი როგორც მსჯავრდებულებში, ისე თანამშრომლებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სამედიცინო პერსონალი არსებული პროტოკოლის დაცვით უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 66% კი რევაქცინირებული.
რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 96% აცრილია, ხოლო 81% რევაქცინირებულია.

"ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პაემნების სერვისი განახლდა. პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველივე დღეს განხორციელდა 15 ხანგრძლივი პაემანი. დღეის მდგომარეობით ჩანიშნულია ყველა პტენიცენციურ დაწესებულებაში 20 ხანგრძლივი პაემანი. მოქალაქეები ინფორმილებულნი არიან შესაბამისი საბუთების შესახებ. ყველა საბუთის წარმოდგენის შემდეგ შეუფერხებლად შედიან ხანგრძლივ პაემანზე თავიანთი მსჯავრლდებულების მოსანახულებლად," - განაცხადა საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელმა, ზვიად ოთინაშვილმა.

 

 

დღის ამბები