21 ოქტომბერი 2021,   06:26
ვრცლად
საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია - სალომე ზურაბიშვილი

"საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

პრეზიდენტის თქმით, დასრულდა თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, ამას მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჩვენებს.

დღის ამბები