23 ოქტომბერი 2021,   17:18
ვრცლად
5 დღე არჩევნებამდე - როგორ ემზადებიან პოლიტიკური ძალები 2 ოქტომბრისთვის და ვის რა მოლოდინი აქვს 

5 დღეში - 2 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, თუ ვინ უნდა ჩაიბაროს მართვის სადავეები მომავალი 4 წლის განმავლობაში. 

პრეტენზია 48 პარტიას აქვს, მარტო თბილისში კი მერობის 16 კანდიდატია. 

"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" საარჩევნო კამპანიის დასრულებას, საქართველოს ორ ყველაზე დიდ ქალაქში, ელექტორატისთვის საკუთარი ხედვების კიდევ ერთხელ გაცნობით გეგმავს.

მხარდამჭერების მობილიზებას გეგმავს "ლელოც". პარტიაში მუნიციპალურ არჩევნებამდე დარჩენილი ხუთი დღის გამოყენებას საზოგადოებასთან ინტენსიური შეხვედრებისთვის გეგმავენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დარჩენილ ხუთ დღეში საზოგადოებისთვის 2021 წლის არჩევნების მასშტაბურობის მნიშვნელობის ახსნას შეეცდებიან.

2 ოქტომბრამდე "პორშეს" მარკის ელექტრომობილის გათამაშებას აპირებს "გირჩი".

განვლილ საარჩევნო კამპანიას პოზიტიურად აფასებს და დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია ირაკლი კობახიძე. მისი პროგნოზით, "ოცნება" ადგილობრივ არჩევნებზე საპარლამენტო შედეგებს გააუმჯობესებს.

დღის ამბები