23 ოქტომბერი 2021,   17:49
ვრცლად
"პორშე" და წინასაარჩევნო დაპირებები - რას ჰპირდებიან პოლიტიკოსები ამომრჩევლებს წინასარჩევნო მარათონის დასკვნით ეტაპზე

წინასაარჩევნო მარათონი დასკვნით ეტაპზეა - პარტიებს სულ ხუთი დღე რჩებათ, რათა ამომრჩეველი საკუთარ უპირატესობაში დაარწმუნონ. გზავნილები განსხვავებულია, მიზანი კი საერთო - გაზარდონ ელექტორატი.

პოლიტიკოსთა ნაწილი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, შემაჯამებელ შეხვედრებს გეგმავს, ნაწილი მოსახლეობას აქტიურობისკენ მედიით მოუწოდებს, მაგალითად პარტია "გირჩი" კი ძვირადღირებულ მანქანას ათამაშებს.

"მე მესმის იმ ნიჰილიზმის, რომელიც ქვეყანაშია. ამ ნიჰილიზმის საკომპენსაციოდ კი, ჩვენ ხვალ ვათამაშებთ ელექტრო "პორშეს" იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა არჩევნებზე არ დაიზარა და არჩევნებზე მივიდა. შემდეგი სამი წლის განმავლობაში კი, იმ დაფინანსებას, რაც ჩვენ გვაქვს, ანალოგიურად, გავუშვებთ ასეთ ფანტასტიკურ საჩუქრებში,"- აღნიშნავს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველამ უნდა იზრუნოს არჩევნების მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარებაზე. 

"ეს არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. კოზირი შესაძლოა იყოს მხოლოდ ხალხის აქტიურობა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი თინათინ ბოკუჩავა. 

დღის ამბები