27 ნოემბერი 2021,   03:46
ვრცლად
სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში - გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება გამჭვირვალე იქნება.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ უსმენენ სასულიერო პირებს, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ - ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ბრძოლა მიმდინარეობს და ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

"სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ. გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები