23 ოქტომბერი 2021,   17:17
ვრცლად
ხობს ქარბორბალამ გადაუარა - სოფელ შავღელეში 12 სახლი უსახურავოდ დარჩა 

სტიქია ხობის მუნიციპალიტეტში - სოფელ შავღელეში ქარბორბალამ სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა.
უსახურავოდ დარჩა 12 საცხოვრებელი სახლი.

გადაუღებელი წვიმის გამო კი სახურავახდილ შენობებში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთებიც დაზიანდა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოქალაქეები თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები