23 ოქტომბერი 2021,   18:05
ვრცლად
"პოლიტიკური პაემანი გამომყევი არჩევნებზე" - IRI-იმ ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით წამახალისებელი კამპანია წამოიწყო

"პოლიტიკური პაემანი, გამომყევი არჩევნებზე" - საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით წამახალისებელი კამპანია წამოიწყო. პირველი პაემანი თბილისში მზიურის პარკში შედგა.

IRI-ს აქტივისტმა გოგონამ და ბიჭმა კაფე "მზიურში" მაგიდებთან გამვლელი ახალგაზრდები მიიწვიეს. გამოჰკითხეს ჰქონდათ, თუ არა გადაწყვეტილი კენჭისყრაში მონაწილეობა, შემდეგ კი ცდილობდნენ ისინი ხმის მიცემის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ.

კამპანიის ფარგლებში ასეთივე პაემნები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში შედგება.

დღის ამბები