22 ოქტომბერი 2021,   22:19
ვრცლად
ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს თავდასხმის მიზეზი, გარდა პოლიტიკური ანგარიშსწორებისა - ვოლსკი "საქართველოსთვის" ბრალდებებს პასუხობს 

"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი პარტიის "საქართველოსთვის" ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პარტიის ცაგერის მერობის კანდიდატის მანქანის დაცხრილვას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, გარდა პოლიტიკური ანგარიშსწორებისა. 

"ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს თავდასხმის მიზეზი, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება არსებობს. ნებისმიერ ჭკუათმყოფელს ესმის ეს, თუ იდიოტი არ ხარ, ზუსტად შეაფასებ შექმნილ სიტუაციას.

აქ მეორე ასპექტია მნიშვნელოვანი - ერთი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში საქართველო წარმოადგინონ ველურ ქვეყანად და წინასაარჩევნო პერიოდი აგრესიით სავსე პერიოდად. ეს არის ამოცანა,"-აცხადებს ვოლსკი.

დღის ამბები