23 ოქტომბერი 2021,   18:16
ვრცლად
ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სამშვიდობო ინიციატივა, გარე საფრთხეები და შიდა პოლიტიკა - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები პრემიერის გაეროში გამოსვლას

ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ახალი სამშვიდობო ინიციატივა, გარე საფრთხეები და შიდა პოლიტიკა - გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე გაკეთდა.  

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ ღარიბაშვილმა პირველ რიგში უნდა მიხედოს მშვიდობიან საარჩევნო გარემოს და შემდეგ უნდა ისაუბროს რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომელიც არ ასრულებს ევროკავშირთან, ამერიკასთან აღებულ ვალდებულებებს ფასი არ აქვს. 

"ეს იყო მხოლოდ გამოსვლა გამოსვლისთვის და არა კონკრეტული შედეგის მომტანი. უნდა დავამთავროთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოტყუება და გადაგდება და უნდა დავიწყოთ სწრაფი განვითარების ეტაპი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრემიერის გაეროში გამოსვლა და მისი გზავნილები ყოვლისმომცველი იყო

"პრემიერის გზავნილები იყო ყოვლისმომცველი, რომელიც ეხებოდა, როგორც საქართველოსთან დაკავშირებულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. მნიშვნელოვანი იყო პრემიერის მხრიდან ამ მაღალი ტრიბუნის გამოყენება, კიდევ ერთხელ საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. პრემიერის მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული ინიციატივები, რომელიც სამშვიდობო ძალისხმევით უზრუნველყოფს საქართველოს დეოკუპაციას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე. 

დღის ამბები