21 ოქტომბერი 2021,   07:08
ვრცლად
მამამ რომ შვილის საქციელზე პასუხი აგოს, ასეთი დამოკიდებულება არის მოძველებული - მამუკა მდინარაძე დმანისში უმრავლესობის კანდიდატსა და იქ მომხდარ ინციდენტზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს "ღამის კურიერში" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

კითხვაზე - უნდა მოიხსნა თუ არა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის შვილმაც 2 ადამიანი დანით დაჭრა, არჩევნებიდან, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს მოძველებული მიდგომაა და დღეს ამგვარი რამ აღარ ხდება.

"თუ ვინმე ამბობს, რომ შვილმა, დამ, ძმამ, დედამ, მამამ, ბიძაშვილმა, მამიდაშვილმა და ა.შ. დანაშაული ჩაიდინა ან სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა, ან ცუდად მოიქცა ან ა.შ. მისი ქმედება უნდა იყოს პასუხისმგებლობის საფუძველი მამის, დედის და ა.შ. ეს არის ძველისძველი მიდგომა და ამას არც იურისტებში და არც საზოგადოებაში არ აქვს რეალური პერსპექტივა ამ აზრის გავრცობას ისე, რომ თან გაიზიაროს საზოგადოების ნაწილმა. ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ, რომ მამამ შვილის საქციელზე პასუხი აგოს, ასეთი დამოკიდებულება არის მოძველებული,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

 

 

დღის ამბები