21 ოქტომბერი 2021,   05:25
ვრცლად
"რა უნდა იკადრო, რომ ირაკლი კობახიძეს გამოსტყუო შეგინება, მე ვერ წარმომიდგენია" - მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე "ღამის კურიერის" ეთერში, გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. 

"ერთი რამ, გულწრფელად და ალალად უნდა ვთქვა, მართლა გამიკვირდა ირაკლი კობახიძის ერთი ფრაზა, სადაც შეგინებას ჰქონდა ადგილი, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ერთად ვართ, მით უმეტეს ახლა, როდესაც შტაბური სამუშაო მიდის, უამრავი ადამიანი პრაქტიკულად დილიდან გვიან ღამემდე შტაბში ვართ ხოლმე, გარდა ამისა დღეს ხომ არ გამიცნია ირაკლი, მე მისგან შეგინება როგორც ასეთი, მართლა არ მქონდა მოსმენილი.

რა უნდა იკადრო, საკუთარ თავს რა უნდა აკადრო, სხვას რა უნდა აკადრო, საზოგადოებას რა უნდა აკადრო, რომ ირაკლი კობახიძეს გამოსტყუო შეგინება, მე ვერ წარმომიდგენია," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები