27 ოქტომბერი 2021,   04:15
ვრცლად
დმანისში, ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმაში მონაწილე დავით დაუთაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დმანისში ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის დაკავებულ დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს 2 პირი დანით დაჭრა. 

დაკავებულის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით დაუთაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირია და მას ძალადობის ჩადენისკენ უბიძგეს. 

დღის ამბები