21 ოქტომბერი 2021,   05:37
ვრცლად
"მდგომარეობა არის კრიტიკული" - კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირებული სამი ორსულის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირებული სამი ორსულის მდგომარეობა მძიმეა- ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. ბოკერიას კლინიკაში სულ 17 ორსული მკურნალობს, მათგან არც ერთია აცრილი.

არსებული სურათიდან გამომდინარე, ექიმები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.

"სამი ფეხმძიმე გოგონა გადის ჩვენთან მკურნალობას კოვიდ რეანიმაციაში, სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული, სამწუხაროდ, არიან მართვით სუნთქვაზე, ინდუცირებულ კომაში და გრძელდება მათი მკურნალობა, მდგომარეობა არის კრიტიკული,“ - ამბობს ექიმი, ალექსი ვაჩაძე.

კორონავირუსით გართულებული პაციენტები გადიან მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. კლინიკის ინფექციონისტი ამბობს, რომ მათ უმეტეს ნაწილს სუნთქვის უკმარისობა აქვს და ჟანგბად დამოკიდებულები არიან. 

"კლინიკებში წვანან ძალიან მძიმე კოვიდ პაციენტები. უმეტეს მათგანთან არის სუნთქვის უკმარისობა, არიან მუდმივად ჟანგბადდამოკიდებულები, არის ვრცელი ფილტვების ანთებით მიმდინარე დაავადება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა,  მათ კლინიკურ მიმდინარეობას და მათ კეთილსაიმედო გამოსავალს ამცირებს. ამ დროისთვის არის ის კონტიგენტი პაციენტების, რომლებსაც სჭირდებათ გადაუდებლად ჰოსპიტალური მომსახურება, ადეკვატურად დახმარება და მონიტორინგი,“ - აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი, მეგი კობახიძე.

დღის ამბები