22 ოქტომბერი 2021,   23:14
ვრცლად
პროკურორები, რომლებსაც ეს საქმე მიჰყავთ მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საკითხებში პლინტუსის დონეზეა - მამუკა ხაზარაძე

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებიან.

დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, დამატებით ჩანიშნული სასამართლო პროცესების გადადების მოთხვონით, ვინაიდან მათი თქმით, ჯაფარიძე-ხაზარაძე წინსაარჩევნო კამპანიას სრულფასოვნად ვერ მართავენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დარბაზში პროკურორსა და ბადრი ჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე საქმის პროკურორის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს. 

"პროკურორები, რომლებსაც ეს საქმე მიჰყავთ მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საკითხებში არის პლინტუსის დონეზე. მე ვითხოვე, რომ მეტად კომპეტენტური  პროკურორი გამოეგზავნათ, რათა ორი წლის თავზე არ ამეხსნა ისეთი ელემანტარული საკითხები როგორიც არის" კონვერტაცია, ლარში გადარიცხვა და ის, რომ "ექსჩეინჯი" არ არის კომპანიის სახელი,"- აცხადებს ხაზარაძე. 

 

 

დღის ამბები