23 ოქტომბერი 2021,   00:36
ვრცლად
ყველა საარჩევნო ოლქის ვიდეოფიქსაცია დაინერგება - რაც სიახლეები დახვდება ამომრჩეველს 2 ოქტომბრის არჩევნებზე

2 ოქტომბრის არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქის ვიდეოფიქსაცია დაინერგება - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმასთან ერთად, ასევე იგეგმებოდა ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას, თუმცა აღნიშნული გეგმა ბოლომდე ვერ განხორციელდა.

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული ამომრჩევლებისთვის კოვიდუბნების შექმნის საკითხმა ცესკოს სხდომაზე საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო, რის გამოც საკითხს კენჭი კიდევ ერთხელ ეყრება. 

დღის ამბები