23 ოქტომბერი 2021,   17:28
ვრცლად
დავით კირკიტაძის წინასაარჩევნო დაპირებებს რუსთავის სამოქალაქო პლატფორმა სიცრუეს უწოდებს

დავით კირკიტაძის წინასაარჩევნო დაპირებებს რუსთავის სამოქალაქო პლატფორმა სიცრუეს უწოდებს. საზოგადოება "რუსთაველ სპორტსმენთა თანადგომის ფონდის" წევრები მიიჩნევენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე დაპირებებს არ შეასრულებს.

მათ, ასევე კირკიტაძის მმართველობის პერიოდში განხორციელებული აქტივობები გაიხსენეს. საუბარია, კირკიტაძის წარდგენის დროს გაცემულ დაპირებებზე, რომ თითქოს მოსახლეობას ავტოფარეხები და კერძო საკუთრება დაუკანონდებათ.

"ჩვენი შეკრების მიზეზი არის ის ცრუ დაპირებები, რომელსაც მერობის კანდიდატი ბატონი დავით კირკიტაძე ეუბნება რუსთავის მოსახლეობას. ეს შეეხება გარაჟების დაკანონებას, მიწის ნაკვეთების დარიგებას და ხალხის დასაქმებას. აი ამან გამოიყვანა ეს ხალხი დღეს," - აცხადებს "რუსთაველ სპორტსმენთა თანადგომის ფონდის" წევრი.

დღის ამბები