27 ნოემბერი 2021,   03:39
ვრცლად
"საქართველოს პრემიერმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს" - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმითვე, ის სომხეთთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისთვის ფაშინიანისგან ჯერ კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

"ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არ გახსნა პოლიტიკური საკითხია. თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გსურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგა. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების წინააღმდეგნი. ამისათვის საჭიროა მათი მხრიდან დავინახოთ პოზიტიური მიდგომა, რომლის საფუძველზეც გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს. თუ ფაშინიანის დიალოგთან დაკავშირებული თხოვნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშუალებით მომაწოდა, ნამდვილად გულწრფელია, მაშინ მეც მზად ვარ, იგივე განწყობით ვუპასუხო და აქ უკვე ჩაერთვება დიპლომატია. ვიმედოვნებ, ადგილი ექნება პოზიტიურ და არა უარყოფით მიდგომებს," - განაცხადა ერდოღანმა.

დღის ამბები