27 ოქტომბერი 2021,   18:10
ვრცლად
"თბილისში არცერთი უსახლკარო აღარ იცხოვრებს" - ვის შეეხება პროექტი "60+" და რას მოიცავს კალაძის სოციალური პროგრამა

კახა კალაძის გუნდის გეგმის მიხედვით, თბილისის ბიუჯეტის 30% ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. ამის შესახებ მოქმედმა მერმა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა სწორედ სოციალური პოლიტიკის წინასაარჩევნო პრეზენტაციაზე განაცხადა.

კალაძემ არსებული პროგრამების გაგრძელების გარდა 5 ახალი პროექტიც დააანონსა. მათ შორის ერთ-ერთის დასახელებაა 60+. ეს ქალაქის მართვის და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ჩართვას გულისხმობს. კიდევ ერთი ამბიციური პროექტი მიზნად ისახავს, რომ დედაქალაქში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ იყოს. 

ასევე შემუშავებულია პროექტი უსახლკაროებთან დაკავშირებით. კახი კალაძე ამბობს, რომ ამოქმედდება სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ახალ პროგრამაზე ისაუბრა თბილის მერის მოადგილემ. ილია ელოშვილის თქმით, პროგრამის მიზანი სპეციალური საჭიროებების მქონდე პირის დამოუკიდებლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. საუბარი შეეხო დაუმთავრებელ მშენებლობებსაც. მერის მოადგილე ამბობს რომ 10 000 მდე ოჯახის პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.

კიდევ ერთი მიმართულება რაზეც დღეს კახა კალაძემ ისაუბრა ავარიულ სახლებს ეხება. განიმარტა, რომ ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი.

დღის ამბები