21 ოქტომბერი 2021,   06:09
ვრცლად
სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი, თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი, რასაც 1 წლის განმავლობაში 3 მილიონი ლარი მოხმარდა.

ინვესტიცია აზერბაიჯანულმა კომპანია სოკარმა განახორციელა და კომპლექსი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. გახსნის ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და მსგავსი პროექტების აუცილებლობაზე ისაუბრა.
 

დღის ამბები