28 სექტემბერი 2021,   17:32
ვრცლად
თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს უკანონო თვალთვალის გამო - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი უკანონო მოსმენებსა და მიყურადებაზე ამახვილებს ყურადღებას. ნინო ლომჯარიას განმარტებით, გამოქვეყნებული მასალების ყველა ფიგურანტმა უნდა მიმართოს სამართალდამცავ უწყებებს და საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვოს.

"ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, უკანონო მიყურადებას და მოსმენებს საქართველოს მოქალაქეების, და ამაზე არის საჭირო სისტემური პასუხი.

მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა უკანონო თვალთვალის გამო, თუმცა, მე პირადად მე არ მაქვს იმის მოლოდინი რომ ამ დანაშაულის გამოძიება მოხდება ობიექტურად ან ეფექტურად," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ომბუდსმენი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი მზად არის, რომ ნებისმიერი ტიპის გამოძიების პროცესში ჩაერთოს. ასევე, თუ იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ამ ფორმატშიც მზადაა აპარატი, რომ ითანამშრომლოს.

დღის ამბები