21 სექტემბერი 2021,   17:20
ვრცლად
თბილისში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა - ავტომობილს ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი მართავდა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვაკეში მოხდა. 

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ავტომობილს "მხედრიონის" ყოფილი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი მართავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: Primetime

დღის ამბები