21 სექტემბერი 2021,   17:39
ვრცლად
2 თვე არჩევნებამდე - წინასაარჩევნო მზადება აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა პარტიათა უმეტესობას ამ დრომდე კანდიდატები არ დაუსახელებია

არჩევნებამდე დარჩენილი 58 დღე და მხოლოდ 2 კანდიდატი დედაქალაქში. წინასაარჩევნო მზადება აქტიურ ფაზაში უკვე შევიდა, თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები პარტიათა უმეტესობას ამ დრომდე არ დაუსახელებია.

ამ დრომდე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებია.

მინიმუმ 2 პარტია - "ლელო" და "ლეიბორისტები" მომდევნო კვირაში საზოგადოებას იმ პირებს გააცნობენ, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოლებს. ვინ იქნება ”ლელოს” მერობის კანდიდატი თბილისში უცნობია, სავარაუდოდ, გუნდში პოზიციები უკვე შეჯერებულია.

განსხვავებული ვითარებაა "ლეიბორისტულ პარტიაში”, სადაც მერობაზე შეთავაზება ლაშა ჩხარტიშვილმა უკვე მიიღო. მისი გადაწყვეტილება ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

კანდიდატების დასახელებას აგვისტოს შუა რიცხვებში აპირებს ”სტრატეგია აღმაშენებელი”. პარტიაში ამბობენ, რომ მათი მერობის კანდიდატი თბილისში გიორგი ვაშაძე არ იქნება და ამომრჩეველი ინოვაციურ კამპანიას უნდა ელოდოს.

ინოვაციურთან ერთად საინტერესო წინასაარჩევნო პერიოდს ჰპირდება "გირჩი" საკუთარ მხარდამჭერებს.

კანდიდატებს რეგიონებში აქტიურად ასახელებს პარტია ”საქართველოსთვის”, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია ვინ იყრის გახარიას გუნდის სახელით თბილისში კენჭს.

თბილისის მერობის კანდიდატი უკვე ყავს ”ნაციონალურ მოძრაობას”. პარტიამ დედაქალაქში აქტიური საარჩევნო კამპანიაც დაიწყო.

გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი პარტია, რომლის მერობის კანდიდატი თბილისში კახა კალაძეა. დედაქალაქის შემდეგ მათ საკუთარი მერობის კანდიდატი 63-ივე მუნიციპალიტეტშიც წარადგინეს.

დღის ამბები