21 სექტემბერი 2021,   17:21
ვრცლად
"საავადმყოფოები გადავსებულია... დელტა შტამი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს" - მაია ზალდასტანიშვილი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, კლინიკები კოვიდპაციენტებით გადავსებულია. 

"მინდა გითხრათ, რომ საავადმყოფოები გადავსებულია. ეს შტამი ევროპულს იმით ჰგავს, რომ ადვილად გადამდებია, მაგრამ დელტა შტამი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. მის სამიზნეს არამარტო ხანდაზმულები, არამედ სამწუხაროდ ახალგაზრდებიც წარმოადგენს,"- აღნიშნა მაია ზალდასტანიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად იმატებს. ბოლო 24 საათში 38 ადამიანი გარდაიცვალა, 3670 კი დაინფიცირდა. 

დღის ამბები