18 სექტემბერი 2021,   21:17
ვრცლად
3 მილიარდ დოლარზე მეტი ვალის აღება მოუწია ქვეყანას გასულ წელს, ეს ძალიან მძიმე ტვირთია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

"ჩვენი ქვეყანა იყო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი მივიღეთ, მთავრობას მოუწია საკმაოდ დიდი, სერიოზული ვალის აღება, კონკრეტულად პანდემიის სამართავად ჯამში 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი და ჯამურად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ვალის აღება მოუწია ქვეყანას გასულ წელს, რაც ბუნებრივია, იყო და არის ძალიან მძიმე ტვირთი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და მთლიანობაში, ჩვენი მთავრობის სამართავია ეს გამოწვევა. ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში - 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა. საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ბიუჯეტის დეფიციტის მართვა და შემცირება," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები