18 სექტემბერი 2021,   21:46
ვრცლად
თბილისსა და ბათუმში უკვე მთლიანად დელტა შტამი ტრიალებს - პაატა იმნაძე

ქვეყანაში დელტა შტამი დომინანტური ხდება. ინდური ვარიანტი ბრიტანულ შტამს უკვე ფარავს, ვირუსის ძირითადი კერები კი თბილისი და ბათუმია. ასევე გამოჩნდა დელტა + ვარიანტიც, რომლის 10 შემთხვევა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"თბილისსა და ბათუმში უკვე მთლიანად დელტა შტამი ტრიალებს. დანარჩენ საქართველოში კი 80%-მდე. გარდა ამისა, დადასტურებული გვაქვს "დელტა +-ის" 10-მდე შემთხვევა,"- აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები