18 სექტემბერი 2021,   20:44
ვრცლად
საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უმაღლესი ჯილდო მიიღო

საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უმაღლესი ჯილდო მიიღო, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს და ქვეყანას წარმატებას ულოცავს. 

"ვულოცავთ საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უმაღლესი ჯილდოს მიღებას ბრწყინვალე პარტნიორობისთვის.
CDC-ს დირექტორმა როშელ ვალენსკიმ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული გასაოცარი სამუშაო აღნიშნა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და რომელმაც 2015 წლიდან 52,000-ზე მეტი ადამიანი განკურნა," - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 
დღის ამბები