21 სექტემბერი 2021,   17:30
ვრცლად
გახარიამ თქვა 20 ივნისს კურდღლებივით დაიმალნენო, უბინძურესი ტყუილია - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ბოლოდროინდელ განცხადებებს საკუთარი facebook გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა.

რატი იონათამიშვილი გახარიას ტყუილში სდებს ბრალს. 

"გახარიამ, მე წარსულზე და ყოფილ გუნდზე არაფერს ვამბობო, ანუ, ღირსეულად ვიქცევიო... ოღონდ, მანვე თქვა, 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე, კურდღლებივით დაიმალნენო - ეს წარსულზე ლაპარაკიც არ არის, ამავდროულად, უბინძურესი ტყუილია... და რამდენი ასეთი...

არ გამოვა, მსგავსი, პრიმიტიული და ამორალური ხერხებით ბრძოლა, ხალხი ყველაფერს ხედავს!,"- წერს იონათამიშვილი. 

დღის ამბები