28 სექტემბერი 2021,   17:10
ვრცლად
მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრიდან გააძევა ქალი, რომელიც კუთვნილ ხელფასს ითხოვდა

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ინციდენტი მოხდა. მიტროპოლიტმა სტეფანემ სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელი სტიქაროსნებს ტაძრიდან გააძევებინა

მაია ცაავამ ტაძარში წირვის დროს მიტროპოლიტისთვის ხელფასთან დაკავშირებით კითხვის დასმა სცადა. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მას არ მოუსმინა და სტიქაროსნებს ტაძრიდან გააყვანინა. მაია ცაავა მიტროპოლიტი სტეფანესგან ასევე ითხოვდა პასუხს, თუ რატომ გაათავისუფლეს ის სკოლა-პანსიონიდან.

ვიდეოში, რომელსაც სააგენტო "თაიმერი" ავრცელებს, ისმის მიტროპოლიტის ხმა, რომელიც ამბობს, რომ "ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია."

დღის ამბები